Weazel News (მედიის) შიდა რეგლამენტები და საპროცესო წესები
1.1 მედიის (WN) თანამშრომლები მკაცრად ვალდებულნი არიან დროულად და სრულყოფილად გაუწიონ მოდერაცია/რედაქტირება შემოსულ განცხადებებს.
1.2 საეთერო სივრცეში, საინფორმაციო გამოშვებებსა თუ განცხადებების ტექსტებში მკაცრად იკრძალება ნებისმიერი OOC (Out-Of-Character) ხასიათის ინფორმაციის გამოყენება. | ჩათის ბანი: 120-240 წუთი + გაფრთხილება.
1.3 თუ ეთერში ან საჯარო პუბლიკაციაში გავრცელდება სერვერის ზოგადი წესების დამრღვევი განცხადება, პასუხისმგებლობა და პირდაპირი სანქცია ეკისრება მის რედაქტორს. | სპეც. ციხე: 240 წუთი + გაფრთხილება.
1.4 განცხადებების დამუშავებისა და გამოქვეყნების პროცესში თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან მედიის შიდა სტანდარტები და მართლწერის ნორმები. | ჩათის ბანი: 120-240 წუთი + გაფრთხილება.
1.5 მედიის თანამშრომლებს ეკრძალებათ რაიმე სახის კრიმინალურ აქტივობაში მონაწილეობა. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
რედაქტირებისა და ეთერის აკრძალვები (აუცილებელი ნორმები):
მკაცრად იკრძალება უცენზურო, მტრული ან დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
დაუშვებელია ღია ან ფარული მოწოდებები კრიმინალურ დაჯგუფებებში გაწევრიანებაზე.
იკრძალება ტექსტში დიდი ასოების (Caps-Lock) ბოროტად გამოყენება.
აკრძალულია აზარტული თამაშებისა და ტოტალიზატორების რეკლამირება.
იკრძალება იარაღის, დამცავი აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და მედიკამენტების ყიდვა-გაყიდვის განცხადებების გაშვება.
დაუშვებელია კომერციული ობიექტების ან ბიზნესების ანტირეკლამა და დისკრედიტაცია.
აკრძალულია შინაარსვარდნილი, აზრს მოკლებული ან სმაილებით გადატვირთული ტექსტების გავრცელება.
მკაცრად იკრძალება NSFW (სამუშაო გარემოსთვის შეუფერებელი) კონტენტის გავრცელება.
1.6 მედია ორგანიზაცია ვალდებულია პრიორიტეტულად და დაუყონებლივ შეუწყოს ხელი მთავრობის (გუბერნიის) მიერ ინიცირებული ოფიციალური კანონებისა და ცნობების მოსახლეობამდე მიტანას. (გამონაკლისი: კანონმდებლობით განსაზღვრული უნდობლობისა და დასაბუთებული IC მიზეზების შემთხვევები).