1.1 ზონაში შესვლა დასაშვებია ღონისძიების დაწყებიდან მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში. | სპეც. ციხე 120 წუთი
1.2 ბრძოლა გრძელდება ჯამში 30 წუთი. გამარჯვებულია ის ფრაქცია/ოჯახი, რომელიც ბოლოს ცოცხალი დარჩება. თუ დროში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ტერიტორია ნულდება.
1.3 მხოლოდ ბოლო დარჩენილ ფრაქციას/ოჯახს აქვს უფლება გახსნას დროპის ინვენტარი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე აღარ იმყოფება). | სპეც. ციხე 180 წუთი
1.4 დაშვებული მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა კრაიმ ფრაქციის მხრიდან — 20 მოთამაშე. | გაფრთხილება ლიდერს
1.5 დაშვებული მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა სახელმწიფო ფრაქციის მხრიდან — 20 მოთამაშე. | გაფრთხილება ლიდერს
1.6 სავალდებულოა ორგანიზაციის ოფიციალური დრესკოდის ტარება და ღონისძიებაზე პირდაპირი ფრაქციული კუთვნილება. | სპეც. ციხე 120 წუთი
1.7 ღონისძიების დაწყებამდე 45 წუთის განმავლობაში მკაცრად აკრძალულია გატაცება, ბიზნესებთან ვაჭრობის დაბლოკვა და მსგავსი პროვოკაციული ქმედებები. | სპეც. ციხე 120 წუთი
2. ტრანსპორტი და კონვოის წესები
2.1 წითელ ზონაში ტრანსპორტით შესვლა და ტრანსპორტის გამოყენება მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე 180 წუთი
2.2 კონვოით გადაადგილებისას მძიმე "Car Ramming" (მიზანმიმართული შეჯახება) და "Non-RP Drive" აკრძალულია. | სპეც. ციხე 120 წუთი
3. საბრძოლო და შეიარაღების შეზღუდვები
3.1 აკრძალულია ზონის გარედან სროლა შიგნით, ან პირიქით (ზონის შიგნიდან გარეთ). | სპეც. ციხე 120 წუთი
3.2 აკრძალულია ზონაში იარაღის გარეშე ყოფნა. | სპეც. ციხე 120 წუთი
3.3 აკრძალულია ლეგალური ატელიეებიდან (Legal Workshop) მიღებული იარაღისა და ჯავშანჟილეტების გამოყენება. | სპეც. ციხე 120 წუთი
3.4 ბრძოლის მიმდინარეობისას აკრძალულია ჯანმრთელობის აღდგენა (აჰილვა) ან ბრონის გადაცმა. | სპეც. ციხე 120 წუთი
3.5 აკრძალულია არაბუნებრივი ანიმაციების გამოყენება სროლის დროს (მაგალითად, ე.წ. "Q-თი სროლა"). | სპეც. ციხე 120 წუთი
3.6 ზონაში ყოფნისას აკრძალულია ხელბორკილების დადება, ტეზერის ან ტომრის გამოყენება. | სპეც. ციხე 120 წუთი
4. აკრძალული ქმედებები და ზონის რეჟიმი
4.1 ალიანსები და ფრაქციებს შორის ნებისმიერი სახის Teaming (თანამშრომლობა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ) მკაცრად აკრძალულია. | გაფრთხილება ლიდერს
4.2 მოკლულ მოთამაშეებს ზონაში დაბრუნება ეკრძალებათ (RK წესი). | სპეც. ციხე 120 წუთი
4.3 აკრძალულია წითელ ზონაში ხელმეორედ შესვლა, ან ზონიდან გასვლა Air Drop ღონისძიების დასრულებამდე. | სპეც. ციხე 120 წუთი
4.4 აკრძალულია ზონაში მოთამაშის გაცოცხლება, განკურნება ან Loot RP (ბრძოლის პროცესში ან იარაღით ხელში ძარცვა/გალუთვა). | სპეც. ციხე 120 წუთი
4.5 დაყაჩაღება, მკვლელობა და მძევლების აყვანა დაუშვებელია როგორც უშუალოდ ტერიტორიასთან, ასევე ზონის გახსნიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში. | სპეც. ციხე 120 წუთი
4.6 აკრძალულია დროის გაყვანის მიზნით ტერიტორიაზე უაზროდ მიმალვა და RP პროცესის შეფერხება. | სპეც. ციხე 120 წუთი
5. ზონიდან გამოსვლა და დაკავების სპეციალური წესები
5.1 ზონის შიგნით ტერიტორიაზე მოთამაშის დაკავება მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე 120 წთ + გაფრთხილება
5.2 Air Drop-იდან გამოსვლის შემდეგ მოთამაშეები 2 წუთის განმავლობაში რჩებიან OOC სტატუსში — ამ დროის განმავლობაში მათი დაკავება დაუშვებელია. | სპეც. ციხე 120 წთ + გაფრთხილება
5.3 ამ 2 წუთიანი ინტერვალის განმავლობაში მოთამაშეს ეძლევა საშუალება, არალეგალური იარაღი ან ბრონი ავტომობილში მოათავსოს. სავალდებულოა, რომ მოთამაშეს ჰქონდეს ვიდეო მტკიცებულება ზონიდან გამოსვლის შესახებ.
5.4 თუ მოთამაშე ვერ წარადგენს ვიდეო მტკიცებულებას, რომ მასზე ვრცელდება 2 წუთიანი OOC პერიოდი, ადმინისტრაცია ხსნის შეზღუდვას და იწყება ჩვეულებრივი IC როლური დევნა/დაკავება.
5.5 ზონაში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგ სრულად მოქმედებს სერვერის საერთო RP წესები (მაგალითად: თუ პოლიციამ ზონის გარეთ ნიღბით დაგიჭირათ, ვალდებული ხართ მიჰყვეთ როლს).