ფორტ ზანკუდოს თავდასხმის წესები და რეგლამენტი
ზოგადი აღწერა: ფორტ ზანკუდოს ტერიტორიაზე მიმდინარე თავდასხმა წარმოადგენს მასშტაბურ IC ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ ოფიციალურ კრიმინალურ ორგანიზაციებს. ღონისძიების მთავარი მიზანია ბაზის ტერიტორიიდან სტრატეგიული რესურსების (მატერიალების) წარმატებით მოპარვა.
განრიგი და გრაფიკი
- გრაფიკი I: სამშაბათი / ხუთშაბათი / შაბათი / კვირა — 20:00-დან 22:00 საათამდე.
1. ზოგადი დებულებები და ტექნიკური რეგლამენტი
- 1.1 ღონისძიების მიმდინარეობისას სრულად მოქმედებს სერვერის ყველა ზოგადი წესი.
- 1.2 მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის ნივთების/ქონების აფითრება (გალუთვა) ბრძოლის სრულ დასრულებამდე. | სპეც. ციხე 120-180 წუთი
- 1.3 აქტიური სროლისა და შეტაკების დროს კატეგორიულად იკრძალება სიცოცხლის აღდგენა ან ბრონის ხელახლა გადაცმა (გამონაკლისია მკაცრად უსაფრთხო, სრულად მოფარებული ზონები). | სპეც. ციხე 120 წუთი
- 1.4 სროლის პროცესში აკრძალულია დაჭრილი თანაგუნდელის ან მოწინააღმდეგის ფიზიკური დახმარება (გარდა სრულად დაცული, უსაფრთხო სივრცისა). | სპეც. ციხე 120 წუთი
- 1.5 მკაცრად იკრძალება Q-თი მოფარებული ბაგირდი/სროლა. | სპეც. ციხე 120 წუთი
- 1.6 არმიის ბაზის ტერიტორიაზე მკაცრად აკრძალულია პირადი ტრანსპორტით შესვლა და გადაადგილება. ორივე მხარე ვალდებულია მანქანები გააჩეროს ბაზის ოფიციალურ შესასვლელთან და ტერიტორიაზე შევიდეს ფეხით.
- გამონაკლისი: სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ ვერტმფრენით შესვლის უფლება; კრიმინალურ მხარეს ბაზის შიგნით გადაადგილება შეუძლია მხოლოდ გატაცებული სამარაგო ტრანსპორტით (მატაოსკებით). | სპეც. ციხე 120 წუთი
- 1.7 ღონისძიების მიმდინარეობისას აბსოლუტურად იკრძალება ელექტროშოკერის (Tazer) გამოყენება. | სპეც. ციხე 120 წუთი
- 1.8 ბაზის ტერიტორიაზე მკაცრად იკრძალება ხელოვნურად მაღალი წერტილების (ან საკონტროლო კოშკის, დახურული ინტერიერების) დაკავება და იქიდან ცეცხლის გახსნა. | სპეც. ციხე 120-180 წუთი
2. ეროვნული გვარდიისა (USNG) და სახელმწიფო ძალების რეგლამენტი
- 2.1 ეროვნულ გვარდიას მკაცრად ეკრძალება სიკვდილის შემდეგ ადგილზე დაბრუნება (RK). | სპეც. ციხე 120-180 წუთი + გაფრთხილება
- 2.2 კატეგორიულად იკრძალება ღონისძიებისთვის წინასწარი სპეც-მომზადება, პატრულირების პერიმეტრის თვითნებური გაზრდა ან ინფორმაციის წინასწარ მოძიება (გამონაკლისია სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებული ოფიციალური IC ინფორმაცია). | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
- 2.3 დამხმარე ძალის მობილიზება დასაშვებია მხოლოდ შიდა დეპარტამენტის რაციიდან (/Dep) ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე (ერთი სახელმწიფო ფრაქციიდან დასახმარებლად შემოსული პირების მაქსიმალური რაოდენობაა 20 კაცი). | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
- 2.4 სახელმწიფო სტრუქტურის წევრებს უფლება აქვთ ამოეფარონ მხოლოდ ფრაქციულ ავტომობილებს (თუმცა Q-თი ამოფარება და სროლა აკრძალულია). | სპეც. ციხე 120 წუთი
- 2.5 მკაცრად იკრძალება მოძრავი ტრანსპორტიდან სროლა (მანქანიდან გადმოსვლა, კრიმინალებისთვის სროლა და უკან ჩჯდომა ტოლფასია მანქანიდან სროლისა). | სპეც. ციხე 180 წუთი + გაფრთხილება
- 2.6 არმიას მკაცრად ეკრძალება ღონისძიებისთვის გამოყოფილი ძირითადი მატაოსკების (FZ1, FZ2, FZ3, FZ4) გადაადგილება, დაკეტვა ან განზრახ დაზიანება — ისინი მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
- 2.7 დაუშვებელია შესასვლელი საგუშაგოების (საგუშაგო-1 / საგუშაგო-2) გადაკეტვა მსუბუქი მანქანებით (ნებადართულია მხოლოდ მაქსიმუმ 2 ერთეული JEEP-ის ტიპის ტრანსპორტის დაყენება). | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
- 2.8 ბრძოლის პროცესში ხელბორკილების გამოყენება კატეგორიულად იკრძალება (გამონაკლისია თავდასხმის დასრულების შემდეგ მაქსიმუმ 5 მოთამაშის დაკითხვა). | სპეც. ციხე 180 წუთი + გაფრთხილება
- 2.9 სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის MG (Meta Gaming) ინფორმაციის გამოყენება. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
3. კრიმინალური ორგანიზაციების რეგლამენტი
- 3.1 ფორტ ზანკუდოს ბაზაზე თავდასხმის განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ ოფიციალურ კრიმინალურ ორგანიზაციებს, წინასწარი შეთანხმებით (Chief/D.Chief Crime Curator და Dep.Chief Administrator). | სპეც. ციხე 120 წუთი / გაფრთხილება ლიდერს
- 3.2 შემტევი ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია ატაროს თავისი ბანდის/მაფიის ოფიციალური დრესკოდი, ნიღაბი (მასკა) და იყოს სრულად შეიარაღებული. | სპეც. ციხე 120 წუთი
- 3.3 ბაზის ტერიტორიაზე შეჭრა და შესვლა დასაშვებია მკაცრად დადგენილი საგუშაგოებიდან. | გაფრთხილება ლიდერს
- 3.4 თავდასხმაში მონაწილე კრიმინალების რაოდენობა მკაცრად უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10-ს და მაქსიმუმ 50 კაცს. | გაფრთხილება ლიდერს
- 3.5 ორ თავდასხმას შორის აუცილებლად უნდა დაცულიყო მინიმუმ 30-წუთიანი ინტერვალი (ათვლა იწყება ტერიტორიაზე ფიზიკური შესვლის მომენტიდან); თითოეულ ფრაქციას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დღეში მხოლოდ 1-ხელ. | გაფრთხილება ლიდერს
- 3.6 კრიმინალურ სტრუქტურებს უფლება აქვთ გამოიყვანონ და გამოიყენონ მხოლოდ 4 სპეციალური მატაოსკა (FZ1, FZ2, FZ3, FZ4), სადაც თითოში მაქსიმუმ 10.000 მატერიალის ჩატვირთვაა დასაშვები (ჯამში მაქსიმუმ 40,000 მატერიალი). ლიმიტის ან წესის დარღვევისას რესურსები უქმდება. | სპეც. ციხე 180 წუთი + მატერიალების განულება
- 3.7 ღონისძიების მიმდინარეობისას მკაცრად აკრძალულია თოკების გამოყენება, ადამიანების ძარცვა ან გატაცება. | სპეც. ციხე 180 წუთი + გაფრთხილება
- 3.8 დასაშვებია მხოლოდ ერთი ოფიციალური IC გაერთიანება. | სპეც. ციხე 180 წუთი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
- 3.9 ვიდეო ფიქსაციის სავალდებულო წესი: კრიმინალური ორგანიზაციის მონაწილე მინიმუმ მოთამაშეები ვალდებულები არიან სრულად ჩაიწერონ თავდასხმის პროცესი (ორიგინალი ხმით, ხარისხით არანაკლებ 720p). ჩანაწერი უსაფრთხოდ უნდა შეინახონ 48 საათის განმავლობაში და წარუდგინონ ადმინისტრაციას პირველივე მოთხოვნისთანავე. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს