ოჯახური ორგანიზაციების ზოგადი რეგლამენტი
ოჯახური ორგანიზაცია — წარმოადგენს ოფიციალურად რეგისტრირებულ გაერთიანებას, რომელსაც გააჩნია საკუთარი დასახელება, წევრები, მართვის რგოლი და ოჯახის სახელზე რეგისტრირებული რეზიდენცია (ოფისი/სასახლე). ოჯახი აქტიურად მონაწილეობს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში და არჩეული RP მიმართულების შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას.
1. ზოგადი დებულებები და წესები
- 1.1 ოჯახებზე სრულად ვრცელდება სერვერის ზოგადი წესები.
- სანქციები: სიტყვიერი ან მკაცრი გაფრთხილება იწვევს ოჯახის დროებით გაყინვას (1 სიტყვიერი = 12-24 საათიანი გაყინვა, ხოლო 1 მკაცრი = 24-48 საათიანი გაყინვა). 5 დღის განმავლობაში 3/3 მკაცრი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში ოჯახს უქმდება დადასტურებული SSK და ეკრძალება RP პროცესებში მონაწილეობა. (გამონაკლისი: ოჯახის ტერიტორიებზე მიმდინარე ომები).
- 1.2 კრიმინალური აქტივობისას ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან გამოიყენონ სერვერის ფუნქციონალური მექანიკები და დაეყრდნონ დადგენილ რეგლამენტებს (ძარცვა, გატაცება, გაჩხრიკვა, თოკის დადება, ტომრის ჩამოფარება და ა.შ.).
- 1.3 მკაცრად იკრძალება ოჯახის ბალანსის, კარადების ან ქონების განზრახ დაცარიელება. | სპეც. ციხე 360 წუთი.
- 1.4 სხვა ოჯახებთან დაშვებულია მხოლოდ 1 ოფიციალური ალიანსი/გაერთიანება, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაფიქსირდეს ოჯახების სპეციალურ Discord არხში ფოტო/ვიდეო მტკიცებულებით.
- 1.5 მკაცრად იკრძალება სახელმწიფო ან კრიმინალური ორგანიზაციების საწყობების გამოყენება ოჯახური საჭიროებებისთვის. | სპეც. ციხე 240 წუთი.
- 1.6 ოჯახის ოფიციალურ სპაუნად ითვლება მათი ნაყიდი და ოჯახის სახელზე რეგისტრირებული რეზიდენცია.
- 1.7 სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ ოჯახის სასახლის (რეზიდენციის) რეიდის უფლება მხოლოდ დასაბუთებული CaseFile-ისა და მთავარი ადმინისტრაციის/კურატორის თანხმობის საფუძველზე.
- 1.8 ოჯახებს უფლება აქვთ დაიკავონ სხვა ოჯახის სასახლე, თუ არსებობს მყარი IC მიზეზი და მთავარი ადმინისტრაციის თანხმობა (იხილეთ ქვემოთ მოცემული 2.1 მუხლი).
- 1.9 ორმაგ ფრაქციაში/ოჯახში მყოფი მოთამაშე ვალდებულია ატაროს იმ სტრუქტურის დრესკოდი, რომლის სახელითაც ხორციელდება კონკრეტული კრიმინალური ქმედება. | სპეც. ციხე 120 წუთი
- 1.10 ერთი ოჯახიდან მეორეში გადასვლისას აკრძალულია ახალი ოჯახის სახელით RP თამაში 1 დღის განმავლობაში. | სპეც. ციხე 120 წუთი.
- 1.11 აკრძალულია მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, რომლებზეც ოჯახს ფუნქციური წვდომა არ აქვს. | სპეც. ციხე 240 წუთი.
- 1.12 აკრძალულია მასალებისა და ხელნაკეთი ნივთების ყიდვა/გაყიდვა/გადაცემა ოჯახსა და ფრაქციას შორის (გაცვლა დაშვებულია მხოლოდ ოჯახიდან ოჯახზე). | ოჯახის გაყინვა 5-10 დღე
- 1.13 ოჯახს ეკრძალება შეურაცხმყოფელი, უხამსი ან არარეალური სახელის ტარება. | ოჯახის გაყინვა სახელის შეცვლამდე.
- 1.14 კრიმინალური/RP აქტივობისას პირადი ტრანსპორტის გამოყენება კატეგორიულად იკრძალება (სავალდებულოა ოჯახისთვის შეძენილი ტრანსპორტის გამოყენება). | სპეც. ციხე 180 წუთი
- 1.15 დადასტურებული ბიოგრაფიის მქონე ოჯახებისთვის სავალდებულოა ოჯახურ ღონისძიებებზე დასწრება (გამონაკლისია კურატორთან შეთანხმება).
- 1.16 ტერიტორიებზე ომებისთვის სავალდებულოა ოჯახის ყოფნა შესაბამის Discord არხში; გაყინულ ოჯახებს ომებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
- 1.17 აკრძალულია ოჯახის სახელის, დრესკოდის ან სტატუსის გამოყენება პირადი მიზნებისთვის, როდესაც ქმედება არ ხორციელდება ოჯახის სახელით. | სპეც. ციხე 180-240 წუთი
- 1.18 ოჯახებს შორის მტრული დამოკიდებულების გამოცხადება ან გაუქმება სავალდებულოდ უნდა დაფიქსირდეს შესაბამის Discord არხში ფორმატის დაცვით. | სპეც. ციხე 180 წუთი.
- 1.19 ოჯახის ბიოგრაფიაში მითითებული ისტორია და საქმიანობა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს რეალურ RP მიმართულებას.