1.1 ლიდერი ვალდებულია მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს ფრაქციის კურატორთან. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება წინასწარ უნდა შეთანხმდეს კურატორთან ან მთავარ კურატორთან.
1.2 ლიდერი პოზიციას იკავებს 30 დღიანი ვადით.
1.3 ლიდერის პოსტის ნაადრევად დატოვებამ ან ვადის ვერგაძლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლიდერობის შავი სია.
1.4 ლიდერი სრულად არის პასუხისმგებელი თავისი ორგანიზაციის თითოეულ წევრზე და ვალდებულია პირველმა დაიცვას სერვერის ყველა ზოგადი წესი.
1.5 აკრძალულია ლიდერობის უფლების სხვა პირისთვის თვითნებურად ან ფარულად გადაბარება.
2. ფრაქციის მართვა და შემცვლელები (მოადგილეები)
2.1 ლიდერის შემცვლელების (მოადგილეების) მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა ფრაქციების მიხედვით:
კრიმინალური ორგანიზაცია — მაქსიმუმ 3 შემცვლელი.
სახელმწიფო ორგანიზაცია — მაქსიმუმ 2 შემცვლელი.
გუბერნატორი — მხოლოდ 1 შემცვლელი.
3. ლიდერის ვალდებულებები და აქტიურობა
3.1 ლიდერის სავალდებულო ონლაინი დღეში უნდა შეადგენდეს მინიმუმ 4 საათს.
3.2 ლიდერი ვალდებულია მოდერაცია გაუწიოს დისკორდ სერვერს. სავალდებულოა დისკორდში სახელის შესაბამისი ფორმატით მითითება (მაგ: Crime : LCN // Name ან State : D.AG | Name).
3.3 ლიდერი ვალდებულია დროულად მოაგვაროს და აღმოფხვრას შიდასამზარეულო კონფლიქტები.
3.4 კვირის განმავლობაში ლიდერს უფლება აქვს აიღოს მაქსიმუმ 2 Day-Off (დასვენების დღე), ხოლო თვის განმავლობაში — ჯამში არაუმეტეს 7 Day-Off-ისა.
3.5 ლიდერი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს და შეასრულოს კურატორების ყველა მითითება და მოთხოვნა.
4. მკაცრი აკრძალვები
4.1 ლიდერს მკაცრად ეკრძალება ფრაქციის ბალანსისა და მატერიალების პირადი მიზნებისთვის გამოყენება. | სპეც. ციხე 240 წთ / მოხსნა
4.2 ლიდერს ეკრძალება სხვა GTA 5 RP პროექტებზე თამაში ან ლიდერობის დაკავება. | ჩახსნა პოსტიდან + ლიდერობის შავი სია
4.3 ლიდერს ეკრძალება პრემიების გაცემა პირადი კავშირების (ოჯახი, მეგობრები) საფუძველზე, ასევე უსაფუძვლოდ ან არაპროპორციულად. პრემია გაიცემა მხოლოდ რეალური აქტიურობისა და შრომის სანაცვლოდ. | ჩახსნა პოსტიდან
სახელმწიფო სტრუქტურაზე — მინიმუმ 4 წევრის დარღვევა.
5.3 ლიდერის შემცვლელის (მოადგილის) მიერ წესების დარღვევა ავტომატურად არის ლიდერის დარღვევა.
5.4 სახელმწიფო ან კრიმინალური ფრაქციის ლიდერი თანამდებობიდან იხსნება 3 ოფიციალური გაფრთხილების მიღების შემთხვევაში. (ცნობისთვის: 2 სიტყვიერი გაფრთხილება უტოლდება 1 ოფიციალურ გაფრთხილებას).
5.5 გაფრთხილების მოხსნა შესაძლებელია ყოველ 7 დღეში ერთხელ, კურატორის გადაწყვეტილებით, ან ფრაქციის მაღალი აქტიურობითა და მასიური RP ღონისძიებების წარმატებით ჩატარებით.