
Helix IX tarafından açıldıCevap yok8 görüntülenme
ეს წესდება ვრცელდება ყველა მაფიაზე, ქუჩის ბანდასა და ბაიკერთა კლუბზე (Serbian Mafia, Italian Mafia, The Families, Ballas, LS Vagos, Marabunta Grande, Bloods, The Lost MC).
1. ზოგადი წესები:
1.1. ნებისმიერი კრიმინალური ქმედების დროს (ძარცვა, გატაცება, სროლა) წევრს აუცილებლად უნდა ეკეთოს ნიღაბი და ეცვას თავისი ფრაქციის ფერის ტანსაცმელი.
1.2. ფრაქციის ბაზა (Title Zone / Barrio) არის ხელშეუხებელი ტერიტორია. უცხო პირის ბაზაზე უნებართვოდ შესვლა ითვლება PG-დ და ფრაქციის წევრებს უფლება აქვთ გაფრთხილების შემდეგ გახსნან ცეცხლი.
1.3. იკრძალება საკუთარი ბაზიდან სროლა ბაზის გარეთ მყოფ პირებზე, ან გარედან ბაზის შიგნით სროლა (SK / Baiting).
2. ძარცვა და გატაცება (Robbery & Kidnapping):
2.1. ადამიანის გაძარცვა/გატაცება დასაშვებია მხოლოდ კრიმინალური ორგანიზაციის წევრების მიერ.
2.2. მძარცველების რაოდენობა მსხვერპლზე მინიმუმ 2-ჯერ მეტი უნდა იყოს (1 მოთამაშეზე მინიმუმ 2 მძარცველი, 2-ზე — 4 და ა.შ.).
2.3. იკრძალება მოთამაშის გაძარცვა მწვანე ზონაში, სამუშაო ფორმაში მყოფი მუშების (ავტობუსის მძღოლი, კურიერი და ა.შ.) და EMS-ის თანამშრომლების გაძარცვა/გატაცება.
2.4. თუ მსხვერპლი ასრულებს ყველა მოთხოვნას და არ უწევს წინააღმდეგობას, მისი მოკვლა გაძარცვის შემდეგ კატეგორიულად იკრძალება!
2.5. მძევლის აყვანისას გამოსასყიდის მაქსიმალური თანხა განისაზღვრება მძევლის სტატუსით (ჩვეულებრივი მოქალაქე, ოფიცერი, მაღალჩინოსანი/ლიდერი).
3. ტერიტორიების ომები (Captures / BizWar) და დიპლომატია:
3.1. ფრაქციას შეუძლია ჰყავდეს მაქსიმუმ 1 ალიანსი (კავშირი).
3.2. ტერიტორიის (კაპტის) დროს იკრძალება გარეშე პირების ჩარევა, სახურავებზე ასვლა (სადაც კიბის გარეშე ვერ ადიხარ) და ანიმაციების გაბაგვა.
Konu açmak ve cevap yazmak için giriş yapmalısın.