Truxa IX tarafından açıldıCevap yok19 görüntülenme
ზოგადი დებულებები
1.1 მოთამაშეები იმყოფებიან GTA 5-ის გამოგონილ სამყაროში, ამერიკის ქალაქ ლოს სანტოსში. სერვერი აგებულია როლურ (RP) პრინციპებზე, სადაც მოქმედება ვითარდება თანამედროვე ამერიკული რეალობის მიხედვით. მოსახლეობა მკაცრად იცავს საზოგადოებრივ ნორმებს, ეფექტიან კომუნიკაციასა და კანონმდებლობას. პრიორიტეტულია ტოლერანტობა ყველა სოციალური, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის მიმართ, სამართალდამცავი სტრუქტურების პატივისცემა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების აქტიური ცხოვრება.
1.2 სერვერის დრო და თარიღი შეესაბამება რეალურ დროს (GMT +3).
1.3 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები სერვერის წესებში.
1.4 ყველა წესი ვრცელდება ყველა მოთამაშეზე გამონაკლისის გარეშე.
1.5 პროექტზე დარეგისტრირებით თქვენ ეთანხმებით მის ყველა წესს. წესების არცოდნა ვერავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
1.6 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ სიტუაციაში გასცეს ნებისმიერი სასჯელი, ნებისმიერი დროით. (პროექტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას დაკარგულ ქონებაზე ან ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევაზე).
2.2 დღიური ლიმიტი: დაუშვებელია დღის განმავლობაში 4,000,000$-ზე მეტი ღირებულების ქონების ან თანხის უსასყიდლოდ გადაცემა/მიღება. ნებისმიერი კომერციული ოპერაცია უნდა გატარდეს ოფიციალური სავაჭრო სისტემის მეშვეობით. სუბიექტური ახსნა-განმარტებები (როგორიცაა თამაშის მიტოვება, მეგობრისთვის დახმარება ან სესხი) არ მიიღება ლეგიტიმურ მიზეზად. | 30 დღიანი ბლოკი + პერსონაჟის გასუფთავება
2.3 აკრძალულია კაზინოსა და პოკერის მაგიდების გამოყენება თანხების ფარული გადარიცხვისთვის ან ხელოვნური მაქინაციებისთვის. | სამუდამო ბლოკი
2.4 IX Roleplay პროექტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ანგარიშზე.
2.5 სერვერზე მრავალი ანგარიშის ქონა აკრძალულია. | ყველა ანგარიშის განულება.
2.6 აკრძალულია თქვენი ანგარიშის, აქტივებისა და ქონების სერვერზე რეალურ ვალუტაში ყიდვა/გაყიდვა. | ანგარიშის განულება.
2.7 ბაზრის ადეკვატური ფასების იგნორირებით ქონების გადაცემა. | სპეც.ციხე 180 წუთი.
2.8 აკრძალულია თქვენთვის საპირისპირო სქესის პერსონაჟის შექმნა. პერსონაჟის სქესი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მის რეალურ გენდერულ მონაცემებს. | სპეც. ციხე გარეგნობის/სქესის შეცვლამდე
2.9 აკრძალულია პერსონაჟის წაშლა სასჯელის თავიდან ასაცილებლად. | 7-14 დღემდე მკაცრი ბლოკი.
2.10 როლს შეუსაბამო მეტსახელების გამოყენება აკრძალულია. აკრძალულია სქესთან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი, რასისტული, უხამსი შინაარსი, 2-ზე მეტი დიდი ასო, ან ოფიციალური ოჯახის/კლანის გვარის გამოყენება მათში გაწევრიანების გარეშე. | სპეც. ციხე სახელის შეცვლამდე.
2.11 ადმინისტრაციული სანქციის შემდეგ ხელმეორედ არასწორი სახელის გამოყენება. | სპეც. ციხე 240წთ / 1-3 დღიანი ბლოკი.
2.13 აკრძალულია ქოინების გამოყენება სხვა მოთამაშეების სასარგებლოდ დაფინანსება, რომელიც ღირს ქოინები (მაგ. ტანსაცმლის შეძენა, ტუნინგი, სახლის/გარაჟის გაფართოება). | ბლოკი 3-დან 7-დღემდე.
თამაშის პროცესისა და ქცევის დებულებები
3.1 აკრძალულია ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფისა და მოდიფიკაციის გამოყენება და შენახვა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა მოთამაშეებს, ასევე თავის არიდება პროგრამული უზრუნველყოფის SoftCheck შემოწმებაზე. | 30 დღიანი ბლოკიდან სამუდამომდე.
3.2 აკრძალულია ნებისმიერი ტიპის წაქეზება სერვერის წესების დარღვევის მიზნით (პროვოკაცია). | სპეც. ციხე 120 წუთი.
3.3 დაუშვებელია გატაცების დროს ამორალური/დამამაცირებელი ფრაზების გამეორება, სხეულის ნაწილების დაზიანების იმიტაცია ან იძულებითი არაეთიკური ქმედებები (სექსუალური ხასიათის პროცესები დასაშვებია მხოლოდ მონაწილეთა ორმხრივი თანხმობით). | სპეც. ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.
3.4 სამუშაო საათებში EMS-ის თანამშრომლების და Weazel News თანამშრომლებისთვის, ავტობუსების და ტაქსის მძღოლების მიმართ ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება აკრძალულია. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
3.5 აკრძალულია ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა ნიღბის გარეშე — გარდა გეტოს ტერიტორიისა. | სპეც. ციხე 120 წუთი
3.6 აკრძალულია სერვერის ფუნქციონალის თავის არიდება. | სპეც. ციხე 240 წუთი + გაფრთხილება.
3.7 აკრძალულია არა-RP ქცევები, რომლებიც არღვევენ RP პროცესს (FailRP, FearRP, Troll, არასერიოზული ქმედებები). | სპეც. ციხე 120წთ.
3.8 აკრძალულია მოთამაშის ძარცვა/გატაცება კრიმინალური ფრაქციის (ბანდა/მაფია) გარეშე. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
3.9 აკრძალულია ფრაქციის მატერიალების პირადი მიზნებისთვის გამოყენება, შენახვა, გაჩუქება ან ოჯახისთვის გამოყენება. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
3.10 აკრძალულია სროლების დროს მოთამაშის გაცოცხლება ან ძარცვა (Loot RP). | სპეც. ციხე 120 წუთი
3.11 აკრძალულია „ცუდი პერსონაჟის“ (Bad Character) სტატუსის უსაფუძვლო გამოყენება სახელმწიფო სტრუქტურის იმიტაციისთვის. | სპეც. ციხე 300 წუთი + გაფრთხილება.
3.12 ოფიციალური ივენთებისა და მასობრივი ღონისძიებების მსვლელობისას (TROLL) ხელოვნური შეფერხება. | MUTE 60წთ.
კომუნიკაციისა და გათამაშების წესები
4.1 აკრძალულია მძიმედ დაშავებული მოთამაშის მოკვლა/FINISH. | სპეც. ციხე 60 წუთი
4.2 00:00-დან 05:00 საათამდე, სამხრეთ მხარის ტერიტორიაზე RDM წესის დარღვევისთვის ჯარიმები არ არის (არ ვრცელდება ლეგალური ფრაქციის მოთამაშეებზე).
4.3 აკრძალულია პირდაპირ ეთერში მყოფი მედიაპარტნიორისთვის ნებისმიერი ქმედებით ხელის შეშლა. | სპეც. ციხე 120 წუთი
4.4 /me, /do და /try ბრძანებების არასწორად გამოყენება აკრძალულია (/me — პერსონაჟის მოქმედება; /do — გარემო/შედეგი; /try — ორალტერნატიულიანი შანსი, მაქსიმუმ 1-ჯერ ერთ სიტუაციაში). | MUTE 60 წუთი
4.6 სიმბოლური ნიშნების ბოროტად გამოყენება აკრძალულია (მაგალითად: „!!!!“ - „????“ და ა.შ.). | MUTE 60 წუთი
4.7 აკრძალულია ნებისმიერი სახის ცენზურისა და ეთიკური ნორმების დარღვევა ნებისმიერ ჩათში (IC, OOC, VOICE, FRAC). | MUTE 300 წუთი
4.8 აკრძალულია მოთამაშის შეურაცხყოფა ნებისმიერ ჩათში ნებისმიერი ფორმით (პირდაპირი/ირიბი, ოჯახის წევრების ხსენება, პირადი ინფორმაციის გავრცელება). მსუბუქი IC სიტყვიერი შენიშვნები დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი როლური კონტექსტის არსებობისას. | 4-დან 7 დღემდე ბლოკი
4.9 ფლუდი/სპამი აკრძალულია (3 ან მეტი განმეორებითი შეტყობინება). | MUTE 60 წუთი
4.10 სერვერის ოფიციალური ენა არის ქართული (როლური თამაშის დროს კომუნიკაცია უნდა იყოს ექსკლუზიურად ქართულ ენაზე). | MUTE 120 წუთი
4.11 ხმოვანი ჩატი წარმოადგენს მკაცრად როლურ (IC) სივრცეს; იქ OOC ინფორმაციის გაჟღერება აკრძალულია. | MUTE 120 წუთი
4.12 რასისტული განცხადებები, ეროვნული ან სოციალური დისკრიმინაცია. | სპეც ციხე 240წთ.
4.13 უგონო მდგომარეობაში მყოფი პერსონაჟის მიერ ჩათში საუბარი/წერა (ჩატში იგულისხმება IC). | MUTE 60-120 წუთი
ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის წესები
5.1 ადმინისტრატორის შეურაცხყოფა აკრძალულია. | 7-დან 14 დღემდე ბლოკი
5.2 აკრძალულია ადმინისტრატორებისთვის RP-სიტუაციებში დახმარების თხოვნა (ბენზინის ჩასხმა, მანქანის შეკეთება, სიცოცხლის მომატება, დანოკილზე ასაყენებლად და ა.შ.).
5.3 აკრძალულია ადმინისტრაციის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, შეურაცხყოფა, მოტყუება, პროვოკაცია ან დისკრედიტაცია (გაჩივება ხდება მხოლოდ ფორუმზე). | BAN 3 დღიდან - 31 დღემდე / შავი სია.
5.4 სერვერის ადმინისტრატორის იმიტაცია აკრძალულია (მაგ. გვარში IX/ადმინის სახელის გამოყენება, მოტყუებით ადმინისტრატორად თავის გასაღება). | BAN 7 დღე.
5.5 აკრძალულია საჰაერო ტრანსპორტის განთავსება/დაშვება არათანაბარ ზედაპირებზე, გზებზე, მთებში, ფერდობებზე ან მწვანე ადგილებში. | 180 წუთი დემორგანი
RP-ტერმინები და მათი განმარტებები
NRD (NonRP Drive): არარეალურად ტრანსპორტის მართვა. | სპეც. ციხე 60 წთ.
DB (Drive By): სხვა მოთამაშეზე ტრანსპორტით გამიზნულად შეჯახება/გატანა. | სპეც. ციხე 120 წთ.
CR (Car Ramming): სხვა ტრანსპორტზე გამიზნულად შეჯახება დაზიანების მიზნით. | სპეც. ციხე 120 წთ
RK (Revenge Kill): შურისძიების მიზნით მოკვლა და იგივე RP სიტუაციაში დაბრუნება, სადაც პერსონაჟი მოკვდა (აკრძალულია მკვლელობის ადგილას 15 წუთის განმავლობაში დაბრუნება). | სპეც. ციხე 240 წთ + გაფრთხილება
SK (Spawn Kill): მოკვლა/ზიანის მიყენება ორგანიზაციის ტერიტორიაზე, სახლში, გამოსასვლელში და მიმდებარე ზონაში. | სპეც. ციხე 120 წთ + გაფრთხილება.
PG (PowerGaming): არარეალური შესაძლებლობების მინიჭება / შიშის არქონა სიცოცხლის საფრთხისას. | სპეც. ციხე 120წთ.
MG (MetaGaming): თამაშის გარეთ მიღებული (OOC) ინფორმაციის IC-ში გამოყენება (მაგ. Discord/სოც.ქსელების პირადი შეტყობინებებიდან ინფორმაციის გამოყენება თამაშში). | სპეც. ციხე 60-დან - 120 წუთამდე.
DM (DeathMatch): მკვლელობა/ზიანის მიყენება მყარი როლური (IC) მიზეზის გარეშე. | სპეც. ციხე 240 წთ.
DM in GZ (Green Zone): მკვლელობა/ზიანის მიყენება უსაფრთხო/მწვანე ზონაში. | სპეც. ციხე 120 + გაფრთხილება.
BU (BugUse): სერვერის ხარვეზების გამოყენება პირადი სარგებლისთვის. | სპეც. ციხე 240წთ / 3-7 დღიანი ბლოკი.
RP Avoid: RP სიტუაციის თავიდან აცილება/იგნორირება (გატაცების/ძარცვის იგნორირება, წყალში გაქცევა ან ინტერიერში დამალვა RP სიტუაციის დროს). | სპეც. ციხე 120 წთ + გაფრთხილება.
Leave RP: RP სიტუაციის დროს (ძარცვა, დაკავება, პოლიციის დევნა) თამაშიდან გასვლა. | სპეც. ციხე 240წთ + გაფრთხილება.
NonRP Action: RP სიტუაციაში არარეალური მოქცევა. | სპეც. ციხე 120წთ.
NonRP Cop: სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან არარეალური ქმედება RP სიტუაციაში. | სპეც. ციხე 120 + გაფრთხილება.
Fear RP: შიშის არ თამაში სიცოცხლის საფრთხისას (მოთამაშე ვალდებულია დაემორჩილოს შეიარაღებულ პირებს). | სპეც. ციხე 240 წთ + გაფრთხილება.
AR (Amoral Rule): ამორალური ქმედებები, ანიმაციები, დაზიანებულ მოთამაშეზე დაფურთხება/ცეკვა ან შეურაცხმყოფელი ინტერაქცია. | სპეც. ციხე 240 წთ + გაფრთხილება.
PA (Provocative Actions): პროვოკაციული ქმედებები / დაბეიტება გასართობად ბანდებისა და სამთავრობო უწყებების მიმართ. | სპეც. ციხე 120-დან - 240 წუთამდე / 1-3 დღიანი ბლოკი
TK (TeamKill): თანაგუნდელის განზრახ/უგუნურად მოკვლა. | სპეც. ციხე 60წთ.
უგუნო მდგომარეობაში საუბარი: უგონო/დაცემულ მდგომარეობაში საუბარი ჩატში. | MUTE 60წთ.